пятница, 17 июня 2016 г.

პროექტ გაკვეთილის თემა: ტაო-კლარჯეთი
საგანი: ლიტერატურა
სწავლების საფეხური: საშუალო, 11 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა : 15
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები უფრო უკეთ გაიცნობენ ტაო-კლარჯეთის  ისტორიას, კულტურასა და არქიტექტურას.
პროექტის სრული აღწერა: პროექტის ფარგლებში მოსწავლეეები მოიძიებენ ინფორმაციას ტაო-კლარჯრთის შესახებ, ნახავენ დოკუმენტურ ფილმებს, გაეცნობიან  სხვადასხვა ისტორიულ წყაროებს.  უკეთ გაეცნობიან გრიგოლ ხანძთელის  მოღვაწეობას და რა შედეგი გამოიღო ამან. რა როლი შეასრულა ტაო-კლარჯეთმა საქართველოს ისტორიში. გასვლითი ღონისძიების დაგეგმვა, ფოტომასალის მოგროვება და  მოძიებული მასალის ატვირთვა ინტერნეთში. სლაიდშოუების მომზადება.
ვადების ხანგრძლივობა:  2 თვე
პროექთის აქტუალურობა: მოსწავლეები გაიღმავებენ ცოდნას საქართველოს ისთორიის შესახებ, გაეცნობიან ბაგრატიონთ გვარის წარმოშობის შესახებ არსებულ ბიბლიურ ცნობებს,  მოპოვებული მასალები გააფართოვებს მათ ცოდნას.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება,  ანალიზის, კომუნიკაციის,  ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება,  პრეზენტაციების მომზადება, ნამუშევრების განთავსება ინტერნეტში. პლაკატების დამზადება.
სამუშაო ენა; ქართული
კავშირი სხვა საგნებთან: ხელოვნება, ისტორია ლიტერატურა.
 საგნების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები სეძლებენ საგანტა შორის კავშირების დამყარებას. სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად, პედაგოგს კი შეუძლია დაუკავშირონ არეული ღონისძიებები ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.
პროექტის საჭირო რესურსები: წიგნები. ინტერნეტი. რუკები. ფოტოები.
პროექტის ბოლოს ვაწყობთ ექსკურსიას ტაო-კლარჯეთში რათა მიღებული ცოდნის ვიზუალურად განმტკიცება მოხდეს, რაც ადვილად აღსაქმელს ხდის მოძიებული მასალისა, ექსკურსიაზე მივდივართ ტურისტული კომპანიის დახმარებით, ექსკურსია იქნება 3 დღიანი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ტაო კლარჯეტის არქიტექტურის გაცნობა.
თანხა:თითოეულ მოსწავლეს ესაჭიროება 100-დან 130 ლარამდე ანუ მთლიანობაში  2000 ლარი, დაფინსება მოხდება სკოლის ადმინისტრაცისს მიერ ან თანადაფინანსებით

ხელმძღვანელი: თალიკო ვაშაყმაძე.
ინტეგრირებული გაკვეთილი
გაკვრთილის თემა: აკაკი წერეთლის „ბაშიჩუკი“ და ბახტრიონის აჯანყება
ინტეგრირებული საგნები: ისტორია და ლიტერატურა
მასწავლებელი:  ლიტერატურის თალიკო ვაშაყმაძე, ისტორიის თებრონე თავდგირიძე
სწავლების საფეხური: საბაზო, მე-9 კლასი
მოსწავლეთა ორგანიზება: მთელი კლასი
აქტუალობა: მოსწავლეები შეძლებენ  ლიტერატურულ ტექსტში ასახულ ფაქტსა  და ისტორიულ რეალობას შორის მსგავსებისა და განსხვავების გამორკვევას, გამოიმუშავებენ პრეზენტაციის, აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების უნარს,  დაეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობასა და ჯგუფური  მუშაობისათვის  საჭირო ჩვევებს.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები  მოიძევენ ლიტერატურულ ნაწარმოებში  ასახული ეპოქის შესახებ დამატებით ინფორმაციას, იმსჯელებენ ტექსტში ასახული  ისტორიულ-ლიტერატურული რეალობის ირგვლივ, ლიტერატურულ დეტალებზე დაკვირვებით  პრობლემის გააზრებას,  შეძლებენ მსჯელობას  ამ ისტორიული მოვლენის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები: ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.  
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები); მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და . .;ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.

ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;აყალიბებს საკუთარ თვალსაზრისს პრობლემის შესახებ გამართულ ჯგუფურ დისკუსიებში და განსხვავებული თვალსაზრისის გასააზრებლად სვამს კითხვებს; აზუსტებს, სწორად გაიგო თუ არა სხვების მიერ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგ., „თუ სწორად გავიგე...“, „თუ არ ვცდები...“);  ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი რა ნიშნები შემოდის ენაში მსჯელობის წერილობითიდან ზეპირ ფორმატში გადასვლისას (მაგალითად, ჟესტიკულაციის, მიმიკის, ინტონაციის, ხმის დონის და სხვა არავერბალური საშუალებების გამოყენება საქმიან, ფორმალურ და არაფორმალურ სიტუაციაში, დებატებში და ..).
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ. სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან; ითვალისწინებს დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტებს და ამზადებს შესაბამის პასუხებს; საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის;
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე; აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;  ცხრილში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აჯგუფებს.

მოსწავლეთა წინასწარი ცოდნა: წაკითხული აქვთ „ბაშიაჩუკი“ და იციან ამ პერიოდის შესახებ ისტორიული რეალობა.

გაკვეთილის მსვლელობა: აქტივობა I(3 წთ).
მონაწილეობს მთელი კლასი.
პროვოცირების მიზნით ვსვამ შემდეგ კითხვებს:
•          რომელ საუკუნეში დაიწერა „ ბაშიჩუკი““?
•          რა საკითხია დასმული პოემაში?
•          რით იყო აქტუალური მე-17 საუკუნე ქართველთათვის?
•          თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ისტორიიდან მე-17  საუკუნის ყველაზე დიდი აჯანყება?
•          რა იყო ამ აჯანყების მიზანი?
•          არის საუბარი ამ აჯანყების შესახებ მოტხრობაში ?

აქტივობა II (10 წთ).
ჯგუფური მუშაობა

ვქმნი სამ ჯგუფს
I ჯგუფს ვავალებტექსტის მიხედვით გაარკვიონ საქართველოს ორიენტაციის საკითხი. მოახდინონ ისტორიული რეალობისა  და ლიტერატურული პერსონაჟის  ბაშიაჩუკის  შეფასება  .

II ჯგუფს  –შეაფასონ ბახტრიონის აჯანყების ისტორიული მნიშჰვნელობა( აუცილებელია სათანადო არგუმენტებით)
III ჯგუფს-აკაკი წერეტლის პოზიცია იმერლების როლის შესახებ ამ აჯანყებაში.

III აქტივობა (10 წთ)
პრეზენტაცია
IV აქტივობა (7 წთ)
საქრთველო ოსმალეთის ურთიერთობების ჩვენება აქტივობა (10წთ.)
დისკუსია თემაზე  - ბახტრიონის აჯანყების გამომწვევი მიზეზები

VI აქტივობა(5წთ.)
გაკვეთილის შეფასება
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას. უპასუხონ კითხვებს:
1. სამი რამ, რაც ძალიან მომეწონა ქართულის გაკვეთილიდან.
2.ორი რამ, რაზეც მეტი მინდა გავიგო.
3.ერთი რამ, რასაც გავაკრიტიკებდი.

ძირითადი სასწავლო რესურსებიი: ისტორიის ენციკლოპედიიდან მოპოვებული ცნობები, ინტერნებ გვერდები.

შეფასება :
დისკურსიის შეფასების რუბრიკა
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კონკრეტულ მოსწავლეს თითოეული კრიტერიუმის გასწვრივ ენიჭება შესაბამისი ქულა, ჯამდება ყველა კრიტერიუმში მიღებული ქულები და იყოფა ექვსზე (გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული).


III დონე  (8-10 ქულა)
II დონე (5-7 ქულა)
I დონე (1-4 ქულა)
მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს

მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
ძირითადად გამოხატავს  ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაცია
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით

ჯგუფური მუშაობის შეფასების ცხრილი
(თითოეული კრიტერიუმი ფასდება ერთი ქულით)

კრიტერიუმები
I ჯგუფი
II ჯგუფი
III ჯგუფი
·         ჯგუფის წევრები ურთიერთობისას იყენებენ თავაზიანი მიმართვის ფორმებს.



  • ჯგუფის ყველა წევრს შეაქვს წვლილი დავალების შესრულებაში



  • ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და იცავენ რიგითობას.



  • უცვლიან ერთმანეთს იდეებსა და ინფორმაციას.



  • ჯგუფის წევრები მხოლოდ საკითხის ირგვლივ მუშაობენ.



  • ჯგუფის წევრები კარგად თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობებია შექმნილი).



  • ჯგუფის წევრები საგნობრივად მართებულად ართმევენ თავს, ჯგუფმა დასახა კონკრეტული ამოცანა და შეასრულა.



  • ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩენს ნამუშევრის მთავარ იდეებს.



  • ართმევენ თავს კრიტიკულ შემთხვევებს.



  • პრეზენტაციის  იცავენ დროის ლიმიტს.



ჯამი: