пятница, 17 июня 2016 г.

ჩემს მიერ განხილული თამაში „მოგზაურობა კოლხეთში“  ისტორიული ხასიათის თამაშია, სადაც მოცემულია ცნობები ძვ.წ. მე-6 საუკუნის კოლხეთზე, რა სოციალური კლასები არსებობდა კოლხეთსა და ათენში, როგორი იყო მათი ჩაცმულობა და ა.შ. ეს წარმოდგენას უქმნის მოსწავლეებს იმ პერიოდის სოციალურ დიფერენციაზე. აქ მოცემულია ასევე თამაში რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ზუსტად განსაზღვრონ ის სავაჭრო პროდუქტები, რომლებიც ბერძნებს შემოჰქონდათ კოლხეთში და პირიქით.
ისტორიულ ცნობები გამდიდრებულია გეოგრაფიული ცნობებითა და დავალებებით, უფრო კონკრეტულად კი რა მარშრუტის გავლა მოუწევთ ბერძნებს კოლხეთში ჩამოსასვლელად, რომელი ზღვებისა და სრუტეების გავლა მოუწევთ. აქ მოცემული დავალებების შესასრულებლად მოსწავლემ უნდა იცოდეს გეოგრაფიული კორდინატებისა და ჰორიზონტის მხარეების განსაძღვრა და რაც მთავარია ეს ყველაფერი მოცემულია მოსწავლეებისათვის მარტივი და სახალისო დავალებების სახით, რომლის წყალობითაც მოსწავლეები ამ ყველაფერს დიდი ხალისით აკეთებენ.
აქ მოცემული დავალებებიდან მე განსაკუთრებით გამოვყოფ იმ დავალებას,  რომელიც ითვალისწინებ კოლხეთის ძველი ქალაქებისა და მისი თანამედროვე დასახელებების მისადაგებას, ამ დავალების შესასრულებლად საჭიროა არამხოლოდ ცოდნა, არამედ სისწრაფე და კარგი მეხსიერება, რაც შესაბამისად მოსწავლეებს უვითარებს ამ უნარჩვევებს.

მასწავლებლის მიერ ამ თამაშის კლასში შეტანის მიზანია მოსწავლეებს მიაწოდოს ისტორიული ცნობები კოლხეთის სამეფოს შესახებ და ასევე ათენისა და კოლხეთის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, განუვითაროს  სწრაფი აზროვნება და მარტივი კომპიუტერული უნარჩვევები.

Комментариев нет:

Отправить комментарий